r/tbilisi • u/ArcherIcy93 • 1h ago
ჩუქდება ფისუნია!!
ძალიან მწყდება გული, მაგრამ იძულებული ვარ, ჩემს კატას, მიმის, ახალი, მოსიყვარულე ოჯახი ვუპოვო.
სანამ მის წამოყვანას შევძლებდი, დროებით ჩემს მეგობარს ვთხოვე მისი შეფარება, რადგან არ მინდოდა, მიმი ქუჩაში დაბრუნებულიყო. სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის მეორე კატა მას ვერ შეეგუა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დამეგობრებისთვის ყველაფერი ვცადე. ამ სიტუაციამ ორივე კატას დიდი სტრესი მიაყენა, ოჯახის კატამ ყველგან დაშარდვა დაიწყო, სულ უღრენს და აშინებს მიმის. მიმი კი უმეტეს დროს ჩემს ოთახში, საწოლის ქვეშ დამალულს ატარებს, ჩვეულებრივზე ნაკლებს ჭამს და უბრალოდ სულ დასევდიანებულია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მისთვის ჯანსაღი გარემო არ არის. ამიტომაც მინდა, ისეთ გარემოში იყოს, სადაც თავს უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნობს.
მიმი ულამაზესი, გრძელბეწვიანი კატაა, საოცრად რბილი და ფუმფულა ბეწვითა და ნაზი, მოსიყვარულე ხასიათით. სტერილიზებულია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაკეთებული აქვს. უყვარს ჩახუტება, ყურადღება და ბეწვის დავარცხნა. არასოდეს უკბენია ან დაუკაწრავს ვინმე. ძალიან მშვიდია, ბევრს სძინავს და ქვიშას უპრობლემოდ იყენებს.
იდეალური იქნება მოსიყვარულე ოჯახისთვის, სადაც საკმარის ყურადღებასა და სითბოს მიიღებს. სასურველია, ერთადერთი კატა იყოს ოჯახში, ან ცხოვრობდეს ისეთ კატასთან ერთად, რომელიც მიიღებს და მას არ დაჩაგრავს.
მიმის თან გავატან ტუალეტის ყუთს და აქანდაზს, სავარცხელს, საკვებისა და წყლისთვის განკუთვნილ ორ უჟანგავი ფოლადის ჯამს.
მისი გაჩუქება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემთან ყოფილიყო. თუმცა, მის ბედნიერებასა და კეთილდღეობას პირველ ადგილზე ვაყენებ. ძალიან დამეხმარებოდა, თუ მისი ახალი ოჯახი დროდადრო ფოტოებსა და მის ინფორმაციას გამიზიარებდა. 💗
გთხოვთ, დამიკავშირდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის აყვანას სერიოზულად განიხილავთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმი მოხვდეს კარგ ოჯახში, სადაც მიიღებს მთელ იმ სიყვარულსა და მზრუნველობას, რომელსაც იმსახურებს.
დამატებითი კითხვების, ფოტოებისა თუ ვიდეოებისთვის თავისუფლად მომწერეთ. 💗